20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

“ჩემნაირი “ბებერი დიპლომატი” ” ოცნებას”თავისი ნარატივისთვის სჭირდება” -პეტერ ფიშერი

გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი “ბათუმელებთან” ინტერვიუში ამბობს:
“ჩვენ არ ვერევით შიდა საქმეებში და არ ვუწყობთ ხელს ძალადობას. თუმცა „ქართული ოცნება“ ამ ნარატივს ავითარებს, ერთი ჩემნაირი „ბებერი დიპლომატი“ კი მათ ამ ნარატივის გასამყარებლად სჭირდებათ. ისინი იყენებენ ყველაფერს, რასაც იპოვიან და ამბობენ, რომ ეს მათი შეთქმულების თეორიის მტკიცებულებაა.
ისინი იქამდეც კი მივიდნენ, რომ – როგორც ამერიკულ ინგლისურში ამბობენ – „ავტობუსის ქვეშ შემაგდეს“ (გამწირეს), რათა გერმანიის ელჩი მსხვერპლად ექციათ საკუთარი ნარატივისთვის. არ ვთვლი, რომ ეს ჭკვიანური პოლიტიკაა. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ინტერესებში შედის გერმანიის ელჩზე ასეთი თავდასხმები და ცილისწამება – ვიმეორებ, გერმანია იყო, არის და იქნება საქართველოს მეგობარი”.
banner
წინა სტატიაში“შავი ზღვა 2036 წლამდე გაყიდულია”- ვინ ფლობს ფოთის სტრატეგიულ სიმდიდრეს? (TI-ის კვლევა)
შემდეგი სტატიააშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარი გახდა