ჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, დედა ეხლა გამაგრდი ათჯერ ჩაისუნთქე და მომისმინეო

ლამბერსექსუალური იმიჯიჟურნალისტი ინგა გრიგოლია „რუსთავი 2“-ის გადაცემა არჩევანში ფარული ვიდეოკადრების გავრცელებისა და მუქარის ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება:

“მართლა მეგონა, რომ მოვკვდებოდი. მე კი არ ვარ ტყვიაგაუმტარი, დავინგერი, მაგრამ ამ დანგრევამ მომიყვანა აზრზე,“ – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.მისივე თქმით, მან არ იცის ეს კადრები 2012 წლამდეა გადაღებული თუ 2012 წლის შემდგომ.

“ჩემთვის აბსოლუტურად ერთი და იგივე უბედურებაა. მე მიღებენ ჩემს საძინებელში, მე მითვალთვალებენ, მიმონტაჟებენ კადრებს თუ მერე ამის გამოყრით მემუქრებიან, ჩემთვის ეს არის ერთი და იგივე დოზით უბედურება. მე არ ვიცი, რა კადრებზეა საუბარი. ეს კადრები 2012 წლამდეა გადაღებული თუ 2012 წლის შემდეგ. მე პირადი ცხოვრება სულ მაქვს. არ ვიცი, რომელი კადრებია,“ – აღნიშნა გრიგოლიამ.

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია გადაცემა არჩევანში წამოსვლამდე უსაფრთხოების სამსახურში დარეკა და დაინტერესდა, რამდენად დაცული იქნება მისი უფლებები, თუკი გადაცემაში ისაუბრებს მის წინააღმდეგ არსებულ მუქარაზე.

გრიგოლია ამბობს, რომ საქართველოში თავს დაცულად ვერ გრძნობს და სახელმწიფო მას ვერ იცავს.

„ჩემს დაცვას მოვითხოვ ხელისუფლებისგან. მე სანამ შენს გადაცემაში წამოვიდოდი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დავრეკე – მაინტერესებდა, გადაცემაში რომ ვისაუბრებდი ამ თემაზე და რომ შეასრულოს ამ მონაყოლის შემდეგ მუქარა, თუ შეძლებს ხელისუფლება ამ კადრების დაბლოკვას. მივიღე პასუხი, რომ ეს შეიძლება რამდენიმე საათი ვერ მოხერხდეს. ანუ მე ვერ მიცავს ჩემი სახელმწიფო,“ – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, დედა ეხლა გამაგრდი ათჯერ ჩაისუნთქე და მომისმინეო. სიმართლე გითხრათ ძალიან გამიჭირდა, თუმცა მივედი სამსახურში და თემა ღიად გავხსენი. ამოყარონ, გაავრცელონ ამას რამენაირად გადავხარშავ”- თქვა გრიგოლიამ.

“მე არ მყავს მეუღლე და ვთქვი, მაგრამ რამდენს ჰყავს მეუღლე და ვერ იტყვის, არ ვყოფილვარ არც ერთ აქციაზე, თუმცა მივდივარ შაბათს, ეს თუ ვინმემ არ შეაჩერა სიტუაცია კონტროლიდან გამოვა. ეს საარჩევნოდ ხდება”- თქვა ჟურნალისტმა.

ინტერნეტ სივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა, სადაც ასევე იყო მუქარა, რომ გაავრცელებდნენ ინგა გრიგოლიას პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებსაც, ამ მუქარას ინგა გრიგოლია პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას შანტაჟით ვერ შეაშინებენ და საკუთარი და სხვისი უფლებების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაივანიშვილისთვის “ნაციონალური მოძრაობა” და ალასანიას პარტია არის შავი სიზმარი