“ჩემმა ხმამ” ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 17 უბნის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა

სადამკვირვებლო კოალიციამ “ჩემი ხმა” ქუთაისის საქალაქოს სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მესამე სექტორის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის მასშტაბით 17 უბნის ბათილად ცნობას მოითხოვენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტის ლელა მოწონელიძის თქმით, მანამდე მათ საოლქოს მიმართეს, თუმცა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

“აქ ისეთ უბნებზეა საუბარი, სადაც პრეცედენტული დარღვევა კი არ დაფიქსირებულა, არამედ დარღვევები რამდენჯერმე ფიქსირდებოდა. საოლქომ აღნიშნული შენიშვნები არ გაიზიარა, რის გამოც ქუთაისის სასამართლოს მივმართეთ. ჯერჯერობით უცნობია, როდის იმსჯელებს მოსამართლე აღნიშნულ საქმეზე”, – აცხადებს მოწონელიძე.

შეგახსენებთ, “ჩემი ხმის” 29 საარჩევნო ოლქში წარდგენილი 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად მოთხოვნის საჩივრებიდან არცერთი არ დაკმაყოფილდა.

ამ უბნებში რეგისტრირებული ამომრჩეველთა რაოდენობაა 417 305

banner
წინა სტატიაშიროგორია არჩევნების გაყალბების შედეგი ქვეყნის ეკონომიკაზე?
შემდეგი სტატია“მოვითხოვთ, პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება ვისი დავალებით გაიცა ძებნაში მყოფ პირზე აკრედიტაცია” | ენმ მალკევიჩზე