27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

“ჩემმა იდეალებმა მაქცია პოლიტიკურ პატიმრად” — ჯაშუშობაში ბრალდებული უძილაური

ჯაშუშობის მუხლით დაკავებული  გიორგი უძილაური მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს. ბრალდებულის თქმით, მისი საქმე საჩვენებელი სასჯელია სრულიად საჯარო სექტორისთვის.

ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში უძილაური აღნიშნავს, რომ დღევანდელი პროპაგანდის პირობებში განსხვავებული აზრი ავტომატურად „ჯაშუშობად“ კვალიფიცირდება.

„ჩემმა პოლიტიკურმა პოზიციამ და იდეალებმა მაქცია პატიმრად — პოლიტიკურ პატიმრად, რადგან ჩემი დაჭერა იყო პოლიტიკური სიგნალი ყველა იმ საჯარო მოხელისათვის, ვინც პროპაგანდისგან განსხვავებულად ფიქრობს. დღევანდელი პროპაგანდით ყველა, ვინც წინააღმდეგია, არის დასავლეთისგან მოსყიდული, შესაბამისად „სახელმწიფოს მტერი“ ან „ჯაშუში”,_აცხადებს უძილაური ადვოკატის ინფორმაციით, რომელსაც “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა უძილაური 5 მაისს დააკავა. გამოძიება მას უცხო ქვეყნის დაზვერვის სასარგებლოდ საიდუმლო ინფორმაციის სისტემატურ შეგროვებასა და გადაცემას ედავება, რაც 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიდიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები პრემიერს შეხვდნენ: იქმნება სამუშაო ჯგუფი
შემდეგი სტატიაფაშინიანი – მე გავათავისუფლე სომხეთის რესპუბლიკა და ამას სომხეთის რესპუბლიკისთვის ჩემს უდიდეს დამსახურებად მივიჩნევ