8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, თებერვალი 17, 2026
banner

“ჩემმა ბავშვებმა, დრონების შიშით, ღამე თავშესაფარში გაათენეს” – მარგარიტა სიმონიანი

რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი წერს, რომ მისმა შვილებმა, უკრაინული დრონების შიშით, ღამე თავშესაფარში გაათენეს:

“ახლახან ჩემმა ბავშვებმა საზაფხულო ბანაკში დრონების თავდასხმებისგან დასაცავად ღამე დერეფანში გაათენეს.

კიევს ჰგონია, რომ თუ იერიშებს საკურორტო ზონებზე მიიტანს და რიგით მოქალაქეებს, რომლებიც კონფლიქტის მიმართ ნეიტრალურები არიან, დისკომფორტს შეუქმნის, ხალხს ჩვენსავე მთავრობის წინააღმდეგ მოაბრუნებს.

მათ სურთ, რომ ჩვენი თავი თვითონ დავამარცხოთ – როგორც ეს 20-ე საუკუნეში ორჯერ უკვე გავაკეთეთ.
ეს ის თამაში არ არის, რომელშიც მათ ჩართვა უნდა უნდოდეთ.” – წერს სიმონიანი.

banner
წინა სტატიაშიხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს და ქუთაისში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიალუკა კურტანიძეს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება