“ჩემი ვარაუდია, რომ ყველა მტკიცებულება შსს-დან უკვე გატანილი და გამქრალია” – სპეცრაზმის შეიარაღების ყოფილი უფროსი

სპეცრაზმის შეიარაღების ყოფილი უფროსი, ლაშა შერგელაშვილი ვარაუდობს, რომ “ოცნება“ ბიბისის იმიტომ არ უჩივლებს, რომ არ მოუწიოს ყველა მტკიცებულების და მათ შორის იმ ქიმიური შენაერთის გატანა შსს-დან, რომელიც მათ ჰქონდათ.

შერგელაშვილი არ გამორიცხავს მათ მტკიცებულებები და ის ქიმიური ნაერთები უკვე გააქრეს და მისი პოვნა გაჭირდება.

„ის შეიძლება გადამალეს, ან გაანადგურეს, ამის სრული შესაძლებლობა ჰქონდათ და სავარაუდოდ, ამას გამოიყენებდნენ“, – განაცხადა მან გადაცემა “რეაქციაში“.

სუს-მა გამოძიება დაამთავრა, დადო დასკვნა და იმ შემთხვევაში, თუ მათ მოუწევთ ჩივილი ბიბისისთვის, სავარაუდოდ, მოუწევთ ყველა იმ მტკიცებულებების, მათ შორის იმ ქიმიური შენაერთის გატანა შსს-დან, რომელიც მათ ჰქონდათ. ჩემი ვარაუდია, რომ დიდი ალბათობით, მათ ის უკვე გააქრეს, ჩვენ მას ვეღარ ვიპოვით ადგილზე, ის შეიძლება გადამალეს, ან გაანადგურეს, ამის სრული შესაძლებლობა ჰქონდათ და სავარაუდოდ, ამას გამოიყენებდნენ,- განაცხადა შერგელაშვილმა.

ის ასევე დარწმუნებულია, რომ ბიბისის უფრო მეტად მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აქვს.

ამ მრავალთვიანი პროცესის განმავლობაში, როდესაც ბიბისის ფილმის გამოძიების პროცესი მიმდინარეობდა, მე შევისწავლე, რას ანიჭებდნენ ისინი უპირატესობას და მივხვდი, რომ ისინი უპირატესობას მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებებს ანიჭებდნენ, რომლებსაც შემდეგ აუცილებლად გამოიყენებდნენ სასამართლოში. ბევრჯერ ითქვა სასამართლო, ის, რომ აუცილებლად შეეცდებოდნენ ჩემ გაშავებას. არ ვიქნები მართალი, რომ არ ვთქვა, მათ მითხრეს, იქნებ არ გიღირდეს ფილმში მონაწილეობის მიღებაო.

ამის გაკეთება იმან უფრო მაიძულა, რომ ვიცოდი, როდესაც მე გამოვჩნდებოდი, შსს -ს ეჭვი აღარ გაუჩნდებოდა იმის, რომ ბიბისის გამოძიება მართალი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისინია რ გააგრძელებნ ნარატივს, რაც პირველ დღეს დაიწყეს. მე ვიცი, რომ მათ მიმართეს შსს-ს წერილით, ფილმის გამოქვეყნებამდე 1 კვირით ადრე და მათ მიიღეს პასუხი “ოცნებიდან“, რის საფუძველზეც მითხრეს, რომ დაგვცინესო. მსგავსი რაღაცები არც გვქონია, არც გვაქვს და სისულელეებს ბოდავთო, – განაცხადა შეგელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი – ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება – ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.

banner
წინა სტატიაში“უკრაინაში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც პირობები ამის საშუალებას მოგვცემს” – ევროკომისიის პრესსპიკერი ტრამპის განცხადებაზე
შემდეგი სტატია“ტროტუარზე დგომა ისჯება, ხალხის მოწამვლა – არა!” – აქცია “რუსთაველის გამზირზე”