“ჩემი უფლება წარმომადგენელი ზედაც არ მიყურებს” – სარალიძემ სასამართლო დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს, პროცესის დაწყებამდე ხმაური იყო. პირველ დეკემბერს მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის უკმაყოფილება მასსა და პროკურორებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობამ გამოიწვია. სარალიძემ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

„როგორც მოიაზრება სახელმწიფოს მხრიდან თუ კანონმდებლობის მხრიდან, პროკურორები არიან ჩემი უფლება წარმომადგენლები, ხომ ასეა? ადამიანი გამოდის და ზედაც არ მიყურებს, გზას აგრძელებს, მივდივარ, ვეკითხები რაღაცას და ვერაფერს ვგებულობ, მემალებიან. სააპელაციოში რომ გასაჩივრდა და ახალი პროკურორები დაინიშნენ, ახლა სულ სხვაა. ალბათ, კიდევ შეცვლიან და ასე თამაშობენ, დახტიან აქეთ-იქით თავიანთ ჭკუაზე. ალბათ, ყველას თავის ჭკუაზე ვერ ატარებენ და ამიტომ იცვლებიან. რა აზრი აქვს პროცესს რომ დავესწრო? ჩემი უფლებაწარმომადგენელი ზედაც არ მიყურებს. იქ დავესწრო?”, – განაცხადა სხდომათა დარბაზიდან გამოსულმა ზაზა სარალიძემ.

banner
წინა სტატიაში50-ე ბაგა-ბაღიდან ის აღმზრდელები გაუშვეს, რომლებმაც ზურაბიშვილის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვაზე უარი თქვეს
შემდეგი სტატიაზეწოლა, მუქარა, ძალადობრივი ინციდენტები – NGO-ები წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ