“ჩემი წასვლის თაობაზე “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი და წევრები საქმის კურსში იყვნენ”

news
ავტ.: news ნოემბერი 1, 2016 14:22

“ჩემი წასვლის თაობაზე “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი და წევრები საქმის კურსში იყვნენ”

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება “რესპუბლიკური პარტიიდან” წასვლის შესახებ პარტიის ლიდერებისთვის და პარტიის თავმჯდომარისთვის, ხათუნა სამნიძისთვის, რამდენიმე დღით ადრე იყო ცნობილი. განცხადება უსუფაშვილმა “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში გააკეთა:
“ჩვენ შაბათს გვქონდა სწორედ კომუნიკაცია. მას შემდეგ, რაც მედიასივრცეში გაჩნდა ეს თემა, მე სწორედ პარტიის თავმჯდომარემ შემატყობინა ამის შესახებ, მერე გვქონდა კომუნიკაცია, რომელზეც მან შემომთავაზა, იქნებ ჯობია თავად შენ განმარტო ეს ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდგ დავნიშნე მე ბრიფინგი შაბათს 5 საათზე” განაცხადა უსუფაშვილმა.

news
ავტ.: news ნოემბერი 1, 2016 14:22