“ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ეხმარებოდა გახარია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამწარებულ მეწარმეებს”

ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ეხმარებოდა გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამწარებულ მეწარმეებს, – განაცხადა პრემირემა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბიზნესზე ზეწოლას რაც შეეხება და იმ ბრალდებებს გიორგი გახარიას წინააღმდეგ, ჩვენთვის ყველაზე დიდი მონაპოვარი გახლავთ თავისუფლება და პლურალიზმი. ეს არის ის, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. გიორგი გახარია ჩვენს გუნდში შემოვიდა როგორც ბიზნესომბუდსმენი, მე პირადად მაქვს ჩემი თვალით ნანახი, როგორ ეხმარებოდა „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამწარებულ მეწარმეებს, რომ აღედგინათ თავისი უფლებები, ამას აკეთებდა 24 საათის განმავლობაში. შესაბამისად, ეს პირადად ჩემთვის მასტიმულირებელია იმ ფაქტის, რომ ვიფიქრო – როგორც ჩანს, ეს არის პოლიტიკურად ორკესტრირებული საქმე, ეს სიტყვა მოდაში შემოვიდა ახლა. გიორგიც და სხვა ნებისმიერი მთავრობის წევრიც გასცემს ნებისმიერ კითხვას პასუხს. ყველა კითხვას სჭირდება პასუხები, როცა ისინი არსებობს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაში1-ელი აპრილი რომ იყოს უფრო გამიადვილდებოდა განმარტება – ბახტაძე სკანდალურ წერილზე ხუმრობს
შემდეგი სტატია“ეს ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ ბრალდებითვის პასუხი უნდა აგო”- ბახტაძე “ფრესკოს” დამფუძნებელს