ჩემი თვალით დავინახე რამდენიმე გამეტებული დარტყმა თავში

ჩემი თვალით დავინახე რამდენიმე გამეტებული დარტყმა თავში

ცჰიროაარუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე მომხდარი თავდასხმის დეტალებს იხსენებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი. როგორც დეპუტატმა ,,კურიერთან” სატელეფონო საუბარში აღნიშნა, ინტერვიუს დროს მათთან უცხო მამაკაცი მივიდა და მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
“მიზანმიმართულად მოგვიახლოვდა ახალგაზრდა კაცი, წვერიანი, შინდისფერი მაისურით, რომელიც მოვიდა უშუალოდ ჩემთან და იკითხა ჩიორა თაქთაქიშვილი ვიყავი თუ არა და ეს არის თუ არა “რუსთავი 2”, რომელიც ჩემგან იღებს ინტერვიუს. მას შემდეგა რაც მე ვუთხარი, რომ მე ვარ და მივესალმე ამ ადამიანს ამ დროს მან შეგვაგინა პირადად მე და რუსთავი 2-ის ჯგუფს. ამის შემდეგ მოხდა ის, რომ რუსთავი 2-ის ოპერატორმა ჰკითხა, რომ ვის შეაგინა და რატომ შეაგინა და სწორედ ამას მოჰყვა, ამ შინდისფერ მაისურიანი ბიჭის მხრიდან აგრესიული, ძალადობრივი ქმედება. ჩემი თვალით დავინახე რამდენიმე გამეტებული დარტყმა თავში. მე მაქვს კონკრეტული ვარაუდი და დასაბუთებული, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები არავის არ აცილებდნენ და მას შემდეგ რაც მე ჩამოვალ და მივცემ ჩვენებას, ზუსტად ვეტყვი გარემოებებს რაც მე ამის ფიქრის საშუალებას მაძლევს,“ – განაცხადა თაქთაქიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში კოკისპირული წვიმაა
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა კარელიის რესპუბლიკაში-დაღუპულია თერთმეტი ბავშვი