,, ჩემი თავისუფლება და სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის, მაგრამ უკრაინის თავისუფლება უფრო მაღლა დგას”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილმის განცხადებით, მისი სიცოცხლე და თავისუფლება საფრთხის ქვეშ არის.

„მე ვიცი, რომ ჩემი თავისუფლება და სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის. მაგრამ უკრაინის არსებობა საფრთხის ქვეშ არის და უკრაინის თავისუფლება უფრო მაღლა დგას, ვიდრე უკრაინის მოქალაქის თავისუფლება და არსებობა, მათ შორის ჩემი“, – აღნიშნა სააკაშვილმა ლვოვში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, ის რისკზე მიდის.

„როდესაც მეკითხებიან, მივდივარ თუ არა რისკზე, მე ვპასუხობ: დიახ, მივდივარ“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტისას ის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მოელაპარაკა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძრაზე.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპულ საქართველოს“ გურჯაანში მათ კანდიდატზე ზეწოლაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ტურიზმის სააგენტოში საკადრო ცვლილებები დღეს არ იგეგმება, ხვალ შეიძლება დაიგეგმოს