,,ჩემი თანამდებობიდან ჩამოშორება ქვეყანას ჩამოაქცევს”

თუ ვინმეს ვაშინებ, გამოვიდეს ფედერაციიდან და თქვას, რომ დავაშინე. არც გაქცევას ვაპირებ, არც დაშინებას,-ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა

„თუ ვინმეს ვაშინებ, გამოვიდეს ფედერაციიდან და თქვას, რომ დავაშინე. არც გაქცევას ვაპირებ, არც დაშინებას. ჭიდაობის ფედერაცია არასოდეს ასეთი აღიარებული არ ყოფილა. ჩემი პრეზიდენტობის დროს 150 მედლით მეტი იყო, ვიდრე მთლიანად ოთხი წლის განმავლობაში. მაქვს საერთაშორისო ვალდებულებები, ვატარებ მსოფლიო ჩემპიონატს და ჩემი თანამდებობიდან ჩამოშორება ჩამოაქცევს როგორც ფედერაციას, ასევე ქვეყანას“, – განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს მოსამართლემ 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

banner
წინა სტატიაში,,საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე არ ემუქრება”
შემდეგი სტატია,,დეპუტატი იჭრება საბავშვო ბაგა-ბაღების სამუშაო პროცესში, იწვევს პანიკას”