“ჩემი თანადგომა ილიას უნივერსიტეტს”,– ამ შინაარსის პოსტს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი ილია თოლორაია ავრცლეებს, რითაც სოლიდარობას უცხადებას ილიას უნივერსიტეტს.
მისი თქმით, “დღეს განათლებას ებრძვიან, ხოლო ეკლესიაში ზოგიერთი პირი დუმილით უწყობს ხელს ამ პროცესს”.
“ჩემი თანადგომა ილიას უნივერსიტეტს.
ოცდაოთხი წლის ილია ჭავჭავაძე საკუთარ თავს ეკითხებოდა: “რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?” ერის გამოღვიძება ილიამ საკუთარი თავის გამოღვიძებით დაიწყო. ის გრძნობდა პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას ერის წინაშე.
ილიამ დააარსა “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”. ილია იბრძოდა ავტოკეფალიისა და დამოუკიდებლობისთვის. ასეთი იყო დიდი ილია.
დიდი მღვდელმთავრის კირიონის ხელშეწყობით კი 300-ზე მეტმა ახალგაზრდა ქართველმა მიიღო განათლება სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში.
დღეს დიდი ილიას, დიდი კირიონის გზას ებრძვიან. ხელისუფლება ებრძვის პირდაპირი ქმედებით, ეკლესიაში კი — მოსაყდრე შიო და ჯაღმაიძის მსგავსები დუმილით.
ამოიღეთ ხმა! განათლებას და მომავალს ებრძვიან. ქრისტემ მოციქულებს ქადაგება, სიმართლის თქმა დაავალა – დუმილი კი არა”,– წერს არქიმანდრიტი ილია თოლორაია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს განათლების მინისტრის პოსტზე მყოფმა მიქანაძემ თქვა, რომ ოცნების განათლების რეფორმის მიხედვით, ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება მხოლოდ პედაგოგიკისა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობების ფაკულტეტებზე შეეძლება. კვოტები დამტკიცდა სხვა უნივერსიტეტების შემთხვევაშიც.


















