“ჩემი სურვილით ვტოვებ დარბაზს”: სააკაშვილის სასამართლო პროცესი შესვენების შემდეგ, მის გარეშე გაგრძელდება

საქალაქო სასამართლოში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს, 15 წუთიანი შესვენება გამოცხადდა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, სხდომის გაგრძელებას აღარ დაესწრება.

„ჩემი სურვილით ვტოვებ დარბაზს, ექიმებმა მითხრეს, საათნახევარი, ორი საათი შეგიძლიაო“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ აღნიშნა, რომ სხდომა შესვენების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის გარეშე გაგრძელდება.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმების რეკომენდაციაც არის, დაახლოებით საათი ორი საათის მანძილზე. ჩვენ გვაქვს გარკვეული შუამდგომლობები, ვიდრე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა გაგრძელდება, ეს შუამდგომლობები არის საკმაოდ მოცულობითი და სამსჯელო. მე დღეს ობიექტურად მოლოდინი არ მქონდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამდენი საათის განმავლობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემდა შესაძლებლობას, რომ პროცესში მონაწილეობა მიეღო და ამხელა სიტყვით წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე. აქედან გამომდინარე, თუ დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის, თუ გადავდეთ და შემდეგ პროცესებზე გავაგრძელებთ განხილვას, თუ მნიშვნლეოვანია, რომ მაინცდამაინც დღეს გაგრძელდეს განხილვა, ესეც არ არის პრობლემა, შუამდგომლობები მზად გვაქვს და წარმოვადგენთ“, – განაცხადა ბასილაიამ.

ამასთან, მოსამართლემ აღნიშნა, რომ საქმის განხილვა 17:00 საათამდე შეუძლიათ.

„ვაცხადებთ შესვენებას, 15 წუთი. შემდგომ ვაგრძელებთ სხდომას. 17:00 საათამდე შეგვიძლია ვიმუშაოთ“, – აღნიშნა მოსამართლემ.

banner
წინა სტატიაში“ჩემო საყვარელო ხალხო, ყველამ იცის, რომ მე ციხეში არ უნდა ვიჯდე, ყველამ იცის, რომ ეს ბრალდებები არნახულად შეთითხნილია”
შემდეგი სტატიაგვარამია – ქვეყნის ისტორიაში იყო მთავარი პროცესი, სადაც თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა წარდგა სასამართლოს წინაშე,