“მახსოვს თქვენი კოლეგა ტელევიზიის წარმომადგენლები ჩემ სიმამრს როგორ დასდევდნენ სახლს რატომ უშენებო თქვენ შვილსო, საგურამოშიო და ის კაცი მთელი ცხოვრება აშენებს სახლებსაც, უფრო დიდ ობიექტებსაც, ქარხნებსაც და თავისი შემოსავალი აქვს და რადგან ჩემი სიმამრია და 18 წლის წინ მისი შვილი ცოლად მოვიყვანე, ბიზნესი შეწყვიტოს და გადმოგიფორმოთ თქვენ თუ რა ქნას ახლა იმ კაცმა. მე გარანტიას გაძლევთ, პირადად, ვერასდროს ვერ მიპოვით არალეგალურ შემოსავალს, ვერც ერთ თეთრს, იმ წამსვე, იმ დღესვე ასეთ რამეს თუ მიპოვის ვიღაც, საერთოდ წავალ ჩემი თანამდებობიდან”. – თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს IDFI-ის ახალ კვლევაზე: