ჩემი სიცოხლე, რომელიც ასეთი ძვირფასია და ქრისტემ ის თავისი სისხლით გამოისყიდა, რას შევწირო? გაციებას?

“პავლე მოციქულმა უთხრა თავის მოწაფეებს – გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და სცანით ჭეშმარიტება, ამიტომ ყოველთვის იყავით გულახდილები…

როდესაც მღვდელმღავარია, მისმა ერთმა სიტყვამ შეიძლება მრავალი ადამიანი წაიყვანოს შეცდომის გზით. იმ მოწოდებებით, რომ დღეს მირჩევნია ვირუსით მოვკვდე, ვიდრე ტაძარში არ ვიარო – მართლაც რომ უაზრო მსხვერპლისთვის, რისთვის უნდა მოვკვდეთ, რომ თავს არ მოვუფრთხილდე, ვირუსი შემეყაროს და სიცოცხლე ამ ვირუსს შევწირო? რატომ?

ჩემი სიცოხლე, რომელიც ასეთი ძვირფასია და ქრისტემ ის თავისი სისხლით გამოისყიდა, რას შევწირო? გაციებას? მაშინ რატომ ვმკურნალობთ სხვადასხვა დაავადებებზე? მაშინ რატომ არ ვეუბნევით სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებს, რომ დარჩით ეკლესიაში, აღსარება თქვით, ეზიარეთ და მოკვდით. ეს ხომ უგუნურება იქნება.

ღმერთმა გონება მოგვცა, დავფიქრდეთ, ვინ რას და საით მოგვიწოდებს”,-აცხადებს ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსის, საბა ინწკირველი Facebook-ზე Live-ში ჩართვისას.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი:თბილისში ნოტარიუსები ორ ლოკაციაზე იმორიგევებენ და განახლდება სანოტარო მომსახურება
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე: ინფორმაცია, თითქოს „ბე-ცე-ჟეს“ ვაქცინა კორონავირუსისგან იცავს სანამ ეს არ დადასტურდება, ეს მითია