,,ჩემი შვილი რუსეთშია და როგორ მონაწილეობდა, გამაგებინეთ – დავით ხეჩუაშვილის მამის პირველი კომენტარი

გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში ეჭვმიტანილი დავით ხეჩუაშვილის ოჯახის წევრები პირველ კომენტარს აკეთებენ. ეჭვმიტანილის მამა ანზორ ხეჩუაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი ბოლო 5 დღეა საქარტველოში არ იმყოფება და სის რუსეთშია. მისივე თქმით, დავით ხეჩუაშვილი ეჭვიმიტანილი იყო ედუარდ შევარდნაძის ტერაქტში და დაკავებულიც იყო ამ საქმეზე, შემდეგ ის მუშაობდა ჯერ თავდაცვის, შემდეგ კი შს სამინისტროში. ედავებოდნენ მუხროვანის ამბოხში მონაწილეობას. ოჯახი ფიქრობს, რომ დავით ხეჩუაშვილის ეჭვმიტანილად დასახელება სწორედ მისმა ასეთმა ბიოგრაფიამ განაპირობა.

,,არ არის აქ. წასულია რუსეთში. ჩემი შვილი იცით რატოა ეჭვმიტანილი? ვითომ შევარდნაძის ტერაქტში მონაწილეობდა, დააკავეს იქ ცემეს და გამოუშვესმერე რომ არ დაუმტკიცდა. იყო მუხროვანის ამბოხშიც, მაგრამ გაუშვეს და დააბრუნეს ისევ თავის სამსახურში. ჩემი შვილი აქ არაა და როგორ მონაწილეობდა რუსეთშია წასული სამუშაოდ. უკრაინაში რა უნდოდა რუსეთში არის წასული,“-აცხადებს ხეჩუაშვილის მამა.

ამ დროისთვის არცერთი ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო ბრიფინგი შსს-ში
შემდეგი სტატიაგიორგი უძილაური: რომეო საჯაიას სასამართლოში მოუწევს ამ ბოდვის დადასტურება