,,ჩემი შვილი რომ თინეიჯერულ ასაკში გათხოვდეს, შვილს რა თქმა უნდა არ გაგუდავს, მაგრამ მე კი გავიგუდავ თავს”-გვარამია

,,ჩემი შვილი რომ თინეიჯერულ ასაკში გათხოვდეს, შვილს რა თქმა უნდა არ გაგუდავს, მაგრამ მე კი გავიგუდავ თავს!”-ამის შესახებ რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს. გვარამია, დედის მიერ შვიდი თვის ბავშვის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება და ვრცელ პოსტს აქვეყნებს

,,ელაპარაკეთ თქვენს შვილებს! განსაკუთრებით, მამები და განსაკუთრებით გოგოებს! ბიჭებსაც, რა თქმა უნდა.

ორივე მყავს პრეთინეიჯერულ ასაკში და უკვე ბევრს ვმსჯელობთ ოჯახის და სექსუალობის თემებზე. განვიცდი უხერხულობას – დიახ. ვიშმუშნები და ზოგიერთ შეკითხვას ვერ ვპასუხობ – დიახ. რატომ? იმიტომ რომ სექსუალური განათლება არ მიმიმღია და დაწყობილად არავისთან მილაპარაკია ამ თემებზე.

სექსუალური განათლება სკოლაში! სასწრაფოდ! ეს ჭირდებათ ბავშვებს და ეს გვჭირდება მშობლებს!

ps სირცხვილი მე, ყოფილ განათლების მინისტრს, ამისთვის რომ ვერ მოვიცალე და ამ საკითხს არ მივხედე! არც გამხსენებია, იმდენ საქმეში! სირცხვილი მე!”-წერს ნიკა გვარამია

banner
წინა სტატიაშისოფელ აღაიანში ბავშვის მკვლელობისთვის დაკავებულ დედას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ
შემდეგი სტატიაცხრა წლის დაჩი გულუა შს მინისტრს უახლოეს დღეებში შეხვდება