“ჩემი შვილები აქ სხედან და ისეთი გადაწყვეტილება არ მიიღოთ, თქვენ შვილებს შერცხვეთ” – კახა მჟავანაძე მოსამართლე კალიჩენკოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 15 პირის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ლელა კალიჩენკო იხილავს.

განსასჯელის სკამზე სხედან დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კოსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანდრი თირქია.

ცოტა ხნის წინ პროცესზე სიტვით ისარგებლა კახა მჟავანაძემ და სასამართლოს უთხრა, რომ სასახლის ღობეს საერთოდ არ შეხებია – “წაქცეული ამაყენა თავად პოლიციამ”.

ბრალლებულმა მიმართლა მოსამართლე კალიჩენკოსაც და უთხრა: “ჩემი შვილები აქ სხედან და ისეთი გადაწყვეტილება არ მიიღოთ, თქვენ შვილებს შერცხვეთ”

ნუთუ არაფერს არ ნიშნავს ბატონ მოსამართლევ, რომ ყველა ჩვენგანისთვის, ახალგაზრდებისთვის და პენსიონერი ხალხისთვის აცხადებთ – ეს არის პირველი პატიმრობა, აქ ყველა ვსხედვართ სამშობლოს სიყვარულისთვის. რომელ ჯგუფურზეა საუბარი. არც კი მივკარებივარ და შევხებივარ ღობეს. წაქცეული ამაყენა თავად პოლიციამ. აქ სხედან ჩემი შვილები დარბაზში და ისმენენ თქვენ რა გადაწყვეტილებასაც მიიღებთ. ისეთი მაინც არ მიიღოთ რომ თქვენ შვილებს შერცხვეთ”- თქვა მჟავანაძემ.

banner
წინა სტატიაში“მიცვალებული ორჯერ არ კვდება, მე სოხუმში დავიმარხე” – ზურა ჭავჭანიძის სიტყვა სასამართლოზე
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის Black Friday შეთავაზებები – გზამკვლევი შოპინგის საერთაშორისო დღისთვის