„ჩემი შიში აქვთ” – ქორეპისკოპოსი იაკობი მეუფე პეტრეს პასუხობს

ქორეპისკოპოსი იაკობი ჭყონდიდის მიტოპოლიტს, მეუფე პეტრეს განცხადებებს პასუხობს და “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ერთადერთი, ვის მითითებებსაც ის ემორჩილება, პატრიარქია. ასევე, მეუფე იაკობის თქმით, სინოდში არ არსებობს არც ერთი მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი თუ ეპისკოპოსი, რომელიც მას ბრძანებას აძლევს. რაც შეეხება შორენა თეთრიაშვილს, მეუფე იაკობი ამბობს, რომ ის „თავის საქმეს აკეთებს“.

“მე პატრიარქის გარდა დავალებას ვერავინ მაძლევს. სამარცხვინოა ამაზე საუბარი. „ოქროს თევზებს“ რაც შეეხება – პირველად გუშინ გავიგე მეუფე პეტრესგან. არასერიოზულია უბრალოდ. მეუფეს უნდა შერცხვეს. როგორ უნდა შემხვდეს, არ ვიცი. დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. ჩემგან თანადგომის მეტი არაფერი უნახავს და ასეთ სამარცხვინო რაღაცას ჩემზე რომ ამბობს, თვითონ მაინც იცის, რომ იტყუება ჩემი მისამართით. პატრიარქის გარდა სინოდში არ არსებობს არც ერთი მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი თუ ეპისკოპოსი, მე ბრძანებას მაძლევდეს, თუმცა უწმინდესი კიდევაც მიბრძანებს, კიდევაც დამავალებს…

თუ უწმინდესი დაავალებს ქალბატონ შორენას რამეს და თუ ის გადასცემს რამეს, მაშინ ყველა ვალდებულია, ეს გააკეთოს“, – განაცხადა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რატომ არის ის გაჟღერებული ბრალდებების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი, ქორეპისკოპოს იაკობის თქმით, იმიტომ, რომ მისი ეშინიათ.

„ჩემი შიში აქვთ. რატომ ეშინიათ და იმიტომ, რომ მაპატიეთ და მაიმუნობის საშუალებას არ ვაძლევ არავის, რომ აკეთოს და მაგიტომ – ვინც არ უნდა იყოს ის“, – აღნიშნა ქორეპისკოპოსმა იაკობმა “მოამბესთას” ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიკახიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე: თუ საჭიროდ ჩათვლის, რომ ის ინფორმაცია გაახმოვანოს, რაც ჩემი მხრიდან არ შეიძლება გავრცელდეს, გაახმოვანებს
შემდეგი სტატია” ხშირად მრცხვენია ხოლმე…” – ქორეპისკოპოსი იაკობი დაკავებულ დეკანოზზე