ჩემი სამიზნე თავიდანვე იყო ადგილობრივი არჩევნები შემოდგომაზე – სააკაშვილი უკრაინაში არჩევნების შედეგს ეხმაურება

region
ავტ.: region ივლისი 22, 2019 16:24

ჩემი სამიზნე თავიდანვე იყო ადგილობრივი არჩევნები შემოდგომაზე – სააკაშვილი უკრაინაში არჩევნების შედეგს ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება. პარტია “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი აცხადებს, რომ ვინაიდან რეიტინგების მიხედვით, პარტია ვერ შეძლებდა 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება და მხარდამჭერებს მოუწოდეს, არჩევანი ვლადიმერ ზელენსკის ხალხის მსახურის სასარგებლოდ გაეკეთებინათ.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლა მისი პარტია შემოდგომაზე დაგეგმილი ვადამდელი ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.

„ბოლო დღეები ჩვენ ჩავატარეთ კამპანია იმისა, რომ ჩვენ მომხრეებს მიეცათ ხმა პრეზიდენტ ზელენსკის პარტიისთვის. რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, ჯერ ერთი, ჩვენი კამპანია დაიწყო ძალიან გვიან და, პრაქტიკულად, კამპანიისთვის გვქონდა 2 კვირაზე ცოტა მეტი. მეორე, ამის გამო, ყველა რეიტინგი, რომელსაც ჩვენ ვზომავდით, ჩვენ გვქონდა 3 პროცენტზე მეტი, მაგრამ ვერ ვქაჩავდით 5-პროცენტიან ბარიერს, ფაქტი იყო და ეს სამივე პროცენტი იჯდა პრეზიდენტ ზელენსკის პროცენტზე. ჩემი სამიზნე თავიდანვე იყო ადგილობრივი არჩევნები შემოდგომაზე და მე ვფიქრობ, ამ გზაზე მივდივართ კარგად,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

region
ავტ.: region ივლისი 22, 2019 16:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics