ჩემი სამი წლის შვილი ფსიქოლოგიურად გაანადგურეს- მშობელი, ედიტა დანელიანი კერძო ბაგა-ბაღს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომელსაც ,,მთავარი” ავრცელებს.
მისი თქმით, მის სამი წლის შვილს ბაღში არაადამიანურად ეპყრობოდნენ, სცემდნენ, ტანსაცმელს ხდიდნენ და შიშველს საათობით იატაკზე აწვენდნენ.
“მოგესალმებით ყველას ! ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს! დღეს როცა კერძო ბაგა-ბაღი “ბელ-მარი “ აღნიშნავს ბავშვთა დაცვის დღეს ძალიან გრანდიოზულად ამ დროს მე 1 ივნისს ჩემი შვილი მყავს ნერვოპათოლოგთან და ფსიქოლოგთან. ბავშვს ჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია !
ჩემი სამი წლის შვილი ფსიქოლოგიურად გაანადგურეს რაზეც არაერთხელ ვუთხარი ბაღის დირექტორს გაბუნია ბელას და მასწავლებელს თამუნას, რაზეც დირექტორი მეუბნებოდა, რომ თურმე იქ რეჟიმშია და სულ აქტივობები და მეცადინეობები აქვს და ამ რეჯიმს ჩემი შვილი ვერ იტანდა. ერთი თვის განმავლობაში, ჩემი შვილი მეუბნებოდა მასწავლებელი მცემს, მასწავლებელი თმებს მაწიწკნის, მეშინია, მცივა იატაკზე არ დამაწვინო დედა, რასაც მე ვერ წარმოვიდგენდი და ვერც ვხდებოდი ბავშვი რას მეუბნებოდა! რომ შევატყე, რომ უკვე ბავშვი ფსიქოლოგიურად შეირყა და იქცეოდა არაადეკვატურად, აგრესიულად, სულ ტიროდა და ამბობდა მცივა ჩამაცვი მეშინია, ღამეები იღვიძებდა და ტიროდა ბაღში არ წამიყვანო, და დედა ძირს არ დამაძინოო.
ყველა ვიდეო ჩანაწერი მაქვს სადაც ბავშვი ამას მიყვება, თვითონ დირექტორიც ჩავაყენე საქმის კურსში მაგრამ უშედეგოდ! ბოლოს მოვითხოვე კამერები რაზეც მითხრა, რომ საფუძველი არ აქვს, რომ მაჩვენოს რის შემდეგაც ვუთხარი თუ არ მაჩვენებდა მივმართავდი კანონს! ამის მერე რაც ვნახე ეს იყო არაადამიანური, ფაშისტური საქციელები და ქმედებები ბავშვების მიმართ.
პირადად ჩემ შვილს ხდიდნენ ტანსაცმელს და აწვენდნენ ძირს იატაკზე და ბავშვი იყო 4-3 საათი ყოველდღიურად შიშველი ერთ ბოდეში. ბავშვი როცა დგებოდა, მასწავლებელი უთითებდა, რომ უნდა დაწვეს. იმავე ჯგუფში ყველა იჯდა თამაშობდა და ჩემი შვილი იყო იატაკზე შიშველი. სადაც ყველა ბავშვი ამას უყურებდა, მიუხედავად იმისა რომ ბავშვი შველას ითხოვდა მასწავლებლები იმავე ოთახში იჯდნენ და ტელეფონს სქროლავდნენ და ფეხებიდან წევდნენ ბავშვს და ისევ ძირს აწვენდნენ უხეში ფორმებით!
4 საათის მერე, როცა ჩემს შვილს მოშივდა და მივიდა ნელი ნაბიჯებით, შიშველი დადგა მასწავლებელთან მაჭამეო, იმან იმავე კოვზით აჭამა ერთი ლუკმა, რის მერეც მეორე მასწავლებელმა ხელში დაავლო ხელი და ისევ მიიყვანა და დააგდო ძირს იატაკზე და სახეზე დააფარა ბავშვს პროსტინა როგორც გვამს.
ეს ხდებოდა ყოველდღიურად 11 საათიდან 4-მდე, 6-ის ნახევრამდე. ბავშვს 11 საათიდან აწვენდნენ და ფსიქოლოგიურად ანადგურებდნენ, ასე ძალადობდნენ ჩემ შვილზე ! სხვა ბავშვებს იმავე ოთახში უცვლიდნენ რასაც დანარჩენი ბავშვები ხედავდნენ გოგო -ბიჭი ყველა, იმავე ოთახში ეძინათ ბავშვებს მაგიდებზე ! მაქვს ვიდეოჩანაწერები და ფაქტები! გთხოვთ ყველამ
წარმოიდგინეთ თავი ჩემი და ჩემი შვილის ადგილას, და დარწმუნებული ვარ ყველამ რომ მოითხოვოთ კამერები თქვენც ბევრ რამეს ნახავთ! განადგურებული არის ჩემი შვილი დანგრეული აქვს ფსიქიკა! და “ ბელ- მარი “ აღნიშნავს ბავშვთა დაცვის დღეს, როცა ჩემი შვილი ამ დღეშია და სამკურნალოა ჯანმრთელი შვილი გამინადგურეს, გაასწორეს მიწასთან 3 წლის ბავშვი!”- წერს ედიტა დანელიანი სოციალურ ქსელში.















