ჩემი სახელი არის გრიგოლ ვაშაძე და გეუბნებით, რომ საქართველოში პიროვნება და მისი კერძო საკუთრება არის ხელშეუხებელი

საქართველოში პიროვნება და მისი კერძო საკუთრება არის ხელშეუხებელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, საქართველოში შეიქმნება ანტიკორუფციული ბიურო, რომლის მუშაობაში ჩაერთვებიან უცხოელი მოსამართლეები და სასამართლოში იფუნქციონირებს ადამიანის უფლებათა პალატა.

„არ ვიცი, ვინ რა განაცხადა. ჩემი სახელი არის გრიგოლ ვაშაძე. მე ჩემი და ჩემი გუნდის სახელით გეუბნებით შემდეგს: საქართველოში პიროვნება და მისი კერძო საკუთრება არის ხელშეუხებელი. თუ ოდესმე ვინმეს, ვიღაცასთან, სამართალდამცავ ორგანოს, პროკურატურას, სასამართლოს ექნება კითხვები, ეს იქნება, როდესაც საქართველოში შეიქმნება ანტიკორუფციული ბიურო და ჩამოვიყვანთ უცხოელ მოსამართლეებს. სასამართლოში იქნება ადამიანის უფლებების პალატა. მანამდე ჩვენ ყველა, აქ ვისაც ხედავთ და ვისაც ვერ ხედავთ, სულ ყველა ვიქნებით გარანტი, რომ საქართველოში კერძო საკუთრების უფლება იქნება დაცული“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მიხეილ სააკაშვილი ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, „გახსოვთ, როგორ მოვატანინეთ ფული ჯოხთაბერიძეს, აკაკი ჩხაიძეს, გზების უფროსს იუზას, ისე მოვატანინებთ ივანიშვილს“.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე – ერთ ადამიანზე ხუთი პირადობის მოწმობა იბეჭდება
შემდეგი სტატიაგარდაიცვალა ეიმუნტას ნეკროშუსი – ერთ-ერთი უჩვეულო თეატრალური რეჟისორი