ჩემი როლი და საქმე კონგრესში ისაა, რომ დავრწმუნდე, რომ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულდება და ამის საფუძველზე წინ წავალთ არჩევნებისკენ

ვიტყვი იმას, რაც უკვე არა ერთხელ მითქვამს, ჩემი როლი და საქმე კონგრესში ისაა, რომ დავრწმუნდე, რომ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულდება და ამის საფუძველზე წინ წავალთ არჩევნებისკენ. მე არ ვყოფილვარ ამ შეხვედრების მონაწილე, არ ვიცი ყველაფერი ის, რაზეც მიიღწა შეთანხმება, მაგრამ რაც ვიცი, ისაა რაზეც იქნა შეთანხმება 8 მარტს, ის უნდა შესრულდეს- ამის შესახებ ადამ კინზინგერმა განაცხადა.

რესპუბლიკელი კონგრესმენის ფიქრობს, რომ ორივე მხარემ გამოიჩინა დიდი ძალისხმევა ამ შეთანხმების მიღწევისთვის და ისინი შექებას იმსახურებენ იმისთვის, რომ ვითარების გადაჭრას მშვიდობიანი გზით ცდილობენ, რადგან მშვიდობა ერთადერთი გზაა, რითიც ორივე მხარე მიაღწევს გამარჯვებას.

„არ ვაპირებ დეტალებში საუბარს, არ ავირჩევ რომელიმე მხარეს, მე მხოლოდ გამოსავლის ნახვა მსურს და მჯერა, რომ იმ საარჩევნო სისტემის მიღება, რომელზეც იქნა დაპირება გაცემული კონკრეტული პირობების მიხედვით, რაც უნდა ყოფილიყო ეს, სარგებლიანია ყველასთვის. შეერთებულ შტატებში საქართველოს აღვიქვამთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად ჩვენი მომავლისთვის და ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზაზე ქართველი ხალხის გვერდში დგომას. ჩვენ ძალიან კარგი ახალი ელჩი გვყავს საქართველოში, მე ძალიან კარგი ურთიერთობები მაქვს პოლიტიკური სპექტრის ყველა მონაწილესთან და ვიცი, რომ მათ სურთ საუკეთესო საკუთარი ქვეყნისთვის და ჩვენ ყველანი მივალთ ამ მიზნამდე ერთად. შესაძლოა გარკვეული რთული სამუშაო გველის წინ, თუმცა ყველაზე რთული უკვე გადალახულია ქართველი ხალხის მიერ და ჩვენ წინ მივიწევთ, რომ ოქტომბერში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“- განაცხადა ადამ კინზინგერმა.

banner
წინა სტატიაშივანო მერაბიშვილი პარტიულად ნაციონალურ მოძრაობაში იქნება
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტი მალე ამუშავდება