ჩემი პირველი ხელფასი 50 დოლარი იყო – არ არის გამამართლებელი, რომ „დაბალი ხელფასი მაქვს და უნდა ჩავიდინო დანაშაული“

ჩემი პირველი ხელფასი 50 დოლარი იყო და მქონდა სწრაფვა, ჩემი ყოფითი მდგომარეობა გამეუმჯობესებინა. ის არ არის გამამამართლებელი, რომ „მე დაბალი ხელფასი მაქვს და ამისთვის უნდა ჩავიდინო დანაშაული“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორ დედაქალაქის მერმა აღნიშნა, საქართველოში ყველა საფეხბურთო კლუბი თანაბარ ფინანსურ მდგომარეობაშია, ხოლო თუკი ვინმეს განვითარება და მეტი ხელფასი უნდა, კვალიფიკაცია საზღვარგარეთ უნდა აიმაღლოს.

“თუ არ ჰქონდათ შესაბამისი ხელფასი, ასეთი ქმედება არ არის გამოსავალი და რომც იყოს, ადამიანს თუ საშუალება არ აქვს, სხვა უნდა დააყაჩაღოს, წაართვას და კრიმინალი ჩაიდინოს?! ეს არ არის გამამართლებელი. საქართველოში, დღეს, ფეხბურთს ექცევა ძალიამ დიდი ყურადღება, იმ რეფორმების შემდეგ, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ განახორციელა ხელისუფლების მხარდაჭერით, ყველა კლუბს აქვს ერთნაირი ფინანსური შესაძლებლობა.

თუ ვინმეს უნდა, რომ მაღალი ხელფასი ჰქონდეს, ცხადია, როდესაც ხარ სპორტსმენი ფეხბურთელი, შენი სურვილია, რომ უფრო განვითარდე, წინ წახვიდე, მაღალი დონის კლუბებში ითამაშო. ამისთვის არსებობს ის, რომ განახორციელო ტრანსფერი, წახვიდე განვითარებულ ქვეყნებში. მეც ასე ვიყავი. თავიდან 300 ლარი მქონდა დაახლოებით ხელფასი. ჩემი პირველი ხელფასი იყო 50 დოლარი და შემდეგ, რა თქმა უნდა, მე რომ მქონდა სწრაფვა და მიზანდასახული ვიყავი, ბევრს ვმუშაობდი, რომ მინდოდა ჩემი ყოფითი მდგომარეობა გამეუმჯობესებინა, რაღაცისთვის მომეღწია. ამიტომ შემდეგ კიევში გადავედი და კიევის მერე იტალიაში მომიწია თამაში. შესაბამისად, ის არ არის გამამამართლებელი, რომ „მე დაბალი ხელფასი მაქვს და ამისთვის უნდა ჩავიდინო დანაშაული“. ეს კატეგორიულად მიუღებელია”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე არჩევნებზე – უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობდნენ პროცესში დისონანსი შეეტანათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ ზელენსკის სთხოვს, უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს