ჩემი ფიქრი თუ შეფასება აქ, ჩემი აზრით, უადგილოა – შს მინისტრის მოადგილე 20 ივნისს დაზარალებულების სტატუსზე

ჩემი ფიქრი თუ შეფასება აქ, ჩემი აზრით, უადგილოა – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ განაცხადა, 20 ივნისის ღამეს დაშავებული მოქალაქეების დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ეს სამართლებრივი საკითხია.

“ჩემი ფიქრი თუ შეფასება აქ, ჩემი აზრით, უადგილოა. იმიტომ, რომ ეს სუფთა სამართლებრივი საკითხია და სამართლებრივი საკითხის ინტერპრეტირებისგან თავს შევიკავებ”, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

მისი თქმით, საქმეს პროკურატურა აწარმოებს და შესაბამისად, გამოძიებაც იქ მიმდინარეობს.

„ამას, რა თქმა უნდა, მორალური მხარე აქვს. ასევე, აქვს სამართლებრივი მხარე. კარგად გვესმის აბსოლუტურად საზოგადოების წუხილი ამასთან დაკავშირებით და ამ ადამიანების მდგომარეობა. როგორც იცით, საქმეს აწარმოებს პროკურატურა. ეს არის სისხლის სამართლის საქმე, ანუ იქ მიმდინარეობს გამოძიება. შესაბამისად, არის გარკვეული პროცედურული საკითხები, იგივე ექსპერტიზები, რომლის პასუხებსაც ელოდებიან და შემდეგ ამ საკითხის მოგვარება აუცილებლად მოხდება. ეს არის, რისი თქმაც ჩვენი მხრიდან შეგვიძლია. იმიტომ, რომ ამ გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილი : ამერიკელების ადგილი არის შავ ზღვაში
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე : სუს-ს ივანიშვილის მორჩილი ადამიანები ხელმძღვანელობენ და ამ ინსტიტუციას იყენებენ, როგორც პოლიტიკურ პოლიციას