“მე ჩემი პასპორტი მქონდა ავტობუსში, სადაც მივიდა პოლიცია, ჩაატარა ჩხრეკა და მომპარეს პასპორტი”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 11, 2017 15:18

“მე ჩემი პასპორტი მქონდა ავტობუსში, სადაც მივიდა პოლიცია, ჩაატარა ჩხრეკა და მომპარეს პასპორტი”

მნიშვნელოვანი

  • მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით ცოტა ხნის ლვოვში პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, მან ჯერაც არ იცის, წავა თუ არა თავის მხარდამჭერებთან ერთად კიევში. მისი თქმით, გადაწყვეტილებას ის თავის პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად მიიღებს.

სხვა სტატიები

 

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით ცოტა ხნის ლვოვში პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, მან ჯერაც არ იცის, წავა თუ არა თავის მხარდამჭერებთან ერთად კიევში. მისი თქმით, გადაწყვეტილებას ის თავის პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად მიიღებს.

სააკაშვილი საზღვრის არალეგალურად კვეთასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა. მან სიცრუე უწოდა ბრალდებებს და განაცხადა, რომ ხალხმა თავად აიყვანა ხელში და გადმოიყვანა საზღვარზე.

სააკაშვილი აპირებს უკრაინის რეგიონების შემოვლასაც და ყველა პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებას, ვისთვისაც, მისი თქმით, დემოკრატიული და არაკორუმპირებული უკრაინა პრიორიტეტია.

„მე გადავკვეთე საზღვარი ლეგალური უკრაინული დოკუმენტით, პოლონელებმა ჩაარტყეს შტამპი, როგორც კანონი ითვალისწინებდა მივედი უკრაინელებთან, რომ მიმეცა პასპორტი, მაგრამ მათ არ მიიღეს. ხალხმა ამიყვანა ხელში, არც მკითხა და გადამიყვანეს უკრაინის ტერიტორიაზე ხელში აყვანილი. მე ჩემი პასპორტი მქონდა ავტობუსში, სადაც მივიდა პოლიცია, ჩაატარა ჩხრეკა და მომპარეს პასპორტი. სასაზღვრო პროცედურების გავლა მინდოდა გუშინ, მაგრამ ამის საშუალება არ მომცეს. დღეს დილით, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა, ჩემი ადვოკატი მივიდა საემიგრაციო სამსახურში და მიიტანა ჩემი განცხადება. მე ახლა უკრაინის ტერიტორიაზე ვიმყოფები სრულიად ლეგალურ საფუძველზე. მე მივმართე დახმარების თხოვნით უკრაინის სახელმწიფოს. უკრაინის ხელისუფლებამ ახლა ჩემი საკითხი უნდა განიხილოს სასამართლოში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 11, 2017 15:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,068
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics