“ჩემი ნება-სურვილით მივიტანე და ჩავრიცხე”- ჯაფარიძის მეუღლემ ზურაბიშვილს 50 000 შესწირა

მესტიის მაჟორიტარის, ვიქტორ ჯაფარიძის ცოლი, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის შეწირულ 50 000 ლარზე განმარტებებს აკეთებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და საკუთარი დანაზოგი ზურაბიშვილს ჩაურიცხა:

„ჩვენ გვაქვს ჰესი წალკის რაიონში ჰესი გვაქვს. ჩვენ გვაქვს ბიზნესი და იმით ვცხოვრობთ, დეპუტატის ხელფასი ნამდვილად საკმარისი არ იქნება იმისთვის რომ შემოწირულობა გამეკეთებინა. არავის უთხოვია. ჩემი ნება-სურვილით, მხოლოდ ჩემი ნება-სურვილით, ჩემი ანგარიშით ჩავრიცხე უბრალოდ ხელით ჩავრიცხე მივიტანე და ჩავრიცხე, რა საჭიროა ახლა ამდენი შეკითხვა?“-ამბობს ხვისტანი “კურიერთან” სატელეფონო კომენტარში

banner
წინა სტატიაში„ტრადიციონალისტთა კავშირი“ არჩევნებში მხარს კახა კუკავას დაუჭერს
შემდეგი სტატია“ძლიერთა თამაშებში” მონაწილე ქართველი სამხედროები დღეს ავსტრალიაში გაემგზავრნენ