ჩემი მთავრობის პრინციპი იყო “ყველაფერი ხალხისთვის”, ამათი “ყველაფერი ოლიგარქისთვის – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

“სიმწრით შექმნილი სახელმწიფო ერთმა ადამიანმა მიიტაცა. ამ ადამიანის ქონებრივ ინტერესებს ებმება საკადრო პოლიტიკაც – წულუკიანი გადაიყვანეს კულტურის მინისტრად, რადგან ივანიშვილს თავისი მორიგი უგემოვნო შენობისთვის მუზეუმის ტერიტორია სჭირდებოდა. ამჯერად, ჯანდაცვის მინისტრი მოხსნეს იმიტომ, რომ მან ვერ შეძლო რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივის წინააღმდეგობის გადალახვა და საავადმყოფოს ტერიტორიის ივანიშვილის სამშენებლო მოედნად გადაქცევა. ახლა მიიყვანეს კაცი, რომელიც სადამსჯელო ღონისძიებებს განახორციელებს.
ჩემი მთავრობის პრინციპი იყო “ყველაფერი ხალხისთვის”, ამათი “ყველაფერი ოლიგარქისთვისა და მისი მონებისთვის, ხოლო ხალხისთვის ზედმეტია”. იგივე სამედიცინო სფეროში, რომელიც ქართველებისთვის ტრადიციულად ძალიან პრესტიჟული იყო, ჩვენ გვყავდა ბევრი სახელოვანი ექიმი. ვიცი რაზე ვსაუბრობ, ჩემი ბაბუა მიშა სააკაშვილი სამედიცინო ინსტიტუტის დამფუძნებელი რექტორია. დღეს კი ჩვენი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების 75% უცხოელები არიან და ასეა ყველა სფეროში.

“გამარჯვების კოალიცია” “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, ოლიგარქს ქვეყანას ხელიდან გამოვგლეჯთ და ისევ დავუბრუნებთ ხალხს. ეს გამოიწვევს ფასების მკვეთრ შემცირებას, ხელფასების მომატებას, ასობით ათასი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნას, აქ მყოფი ხალხის დასაქმებასა და წასულების დაბრუნებას. მე ეს ერთხელ უკვე გაკეთებული მაქვს და მას შემდეგ უზარმაზარი გამოცდილება დამემატა, ასე რომ, შევძლებ ხელახლა” – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდაუშვებელია არასერიოზულად პასუხობდე კითხვას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს – ლევან ხაბეიშვილი
შემდეგი სტატიასაფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტი გადადო