“ჩემი მთავარი კითხვაა – შეთანხმების ამ ნაწილიდანაც გადის ირაკლი კობახიძე?”

ოპოზიციონერი დეპუტატის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს პოლიტიკურ მხარეებს შორის არსებული პოლარიზაცია გააღრმავა.

„ჩემი მთავარი კითხვაა – შეთანხმების ამ ნაწილიდანაც გადის ირაკლი კობახიძე? ირაკლი კობახიძემ რაც ჩამოთვალა, ფაქტობრივად შესრულებული აქვთ. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს აძლიერებენ. მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება ისევე აძლიერებს „ქართულ ოცნებას“, როგორც „ქართული ოცნების“ დღევანდელი განცხადება გააძლიერებს „ნაციონალურ მოძრაობას“. გამოდის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტიდან ყველაზე პრობლემური ის პუნქტი იყო, რომელიც საარჩევნო ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევას გულისხმობდა“, – განაცხადა ვაახტანგ მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება 53-პროცენტთან დაკავშირებულ განცხადებას, ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ რეალურად თავად აწყობს ვადამდელი არჩევნები.

„რაც შეეხება 53 -პროცენტიან შემოთავაზებას, „ქართულ ოცნებას“ თავად აწყობს რეალურად ვადამდელი არჩევნები და კოალიციური მთავრობა ამიტომ იყო ნახსენები. ამ გადაწყვეტილებით ნათელი ხდება, რომ 1ქართული ოცნებისთვის“ პრობლემა არ არის 2022 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. გამოვიდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიმართულია ერთადერთი პუნქტის წინააღმდეგ, რომელიც რისკის ქვეშაა და რაც არც „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს და არც „ქართულ ოცნებას“. ეს არის საარჩევნო ბარიერი. შეთანხმებიდან გასვლა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მხოლოდ ეს პუნქტია შეუსრულებელი. მაინტერესებს, „ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯი შეთანხმებული არის თუ არა შარლ მიშელთან და კრისტიან დანიელსონთან, ასევე კელი დეგნანთან და კარლ ჰარცელთან. მათი პოზიცია ძალიან საინტერესოა, რადგან გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ღია დაპირისპირებაში არიან. თუ მათ რაიმე აკავებდათ და ჩარჩოში აყენებდათ, ეს შეთანხმება იყო. ახლა უნდა ველოდოთ, რომ სხდომათა დარბაზში ყოველ დღე საგიჟეთი იქნება?“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიინგა გრიგოლია: ოცნებამ ოფიციალურად დაიკიდა მიშელის დოკუმენტი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია, ვულოცავ ლაშას და მთელ საქართველოს!