ჩემი მხრიდან დღის წესრიგში დგას ეკონომიკის მინისტრის გადაყენება – გოგიჩაიშვილმა პრემიერისთვის კითხვის დასმის შემდეგ დარბაზი დატოვა

ეს რეგლამენტი კი არ არის, ეს არის შეურაცხყოფა საქართველოს პარლამენტის – განაცხადა მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა. მან პარლამენტის სხდომათა დარბაზი, სადაც პრემიერ-მინისტრს უსმენენ, პროტესტის ნიშნად დატოვა. თუმცა მანამდე გოგიჩაიშვილმა პრემიერს ჰკითხა, როდის გამკაცრდებოდა აზარტული თამაშების შესახებ კანონი.

„სადღეგრძელოები რომ ჩვენ შევქმენით რაღაცეები, ეს სადღეგრძელოები შემოინახეთ ერთად რომ იქნებით და გაამხნევეთ ერთმანეთი. რა გახდა ამ აზარტული თამაშების რეგულაციის შემოტანა, ან რა იყო იმ რეკლამის შესახებ ინიციატივის ჩაგდება, ჩემს გამო გააკეთეთ ეს?“-მიმართა ბახტაძეს გოგიჩაიშვილმა.

მას ასევე კითხვა ჰქონდა ეკონომიკის სამინისტროს სკანდალთან დაკავშირებით, როდესაც მინისტრმა თქვა, რომ ის საქმის კურსში არ იყო ისე გაიცა ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა.

„რატომ გაუშვით გიორგი ქობულია, რატომ დანიშნეთ თანამდებობაზე ადამიანი, რომელსაც არ აქვს კარგი რეპუტაციული წარსული, დაკავშირებულია ოდიოზურ ბიზნესმენებთან,მათ ინტერესებს იცავს. რა იყო გუშინდელი ეს გადაწყევტილება და მერე მისი გამოსვლა? დგას ჩემგან დღის წესრიგში მისი თანამდებობიდან გადაყენება,“ – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე გიგა ბოკერიას – “თიბისი ბანკის” საქმეზე ყველაზე ობიექტური შემფასებლები არიან მისი აქციონერები და ამ სისტემური ბანკის აქციების ფასი
შემდეგი სტატიაროდის დატოვებს თანამდებობას? დაისვენოს თვითონ, დაასვენოს ქვეყანა, დაასვენოს ხალხი – ჭიჭინაძემ პრემიერს მიმართა და ფიქტიური უწოდა