ჩემი მიზანია, უფრო კვალიფიციური შეკითხვების პასუხები მქონდეს – რომან კაკულია ქობულიას შეკითხვებს დაუსვამს

ეკონომიკის მინისტრთან, რომელსაც დღეს პარლამენტში ელოდებიან, შეკითხვები დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ექნება. რომან კაკულიას თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი „გაზპრომთან“ გასაფორმებელი ხელშეკრულება იქნება. კაკულია აპირებს, რომ ეს თემას ასევე კომიტეტის სხვა სხდომის მთავარი თემაც იყოს.

რომან კაკულიას თქმით, ეკონომიკის მინისტრთან შეკითხვები ასევე სიღარიბეს და სხვა ეკონომიკურ პრობლემებს შეეხება.

„ყველა ის მტკივნეული თემა, რომელიც ეკონომიკაში დღეს მწვავედ დგას, სიღარიბესთან დაკავშირებული პრობლემები, მექანიზმი, რომლითაც ისინი აპირებენ ამ თემის მიმართ უფრო ეფექტურები გახდნენ, ნებისმიერი ინდუსტრიის მიმართ არსებული შეკითხვები, კონკურენციასთან დაკავშირებული შეკითხვები. ცხადია, იქნება ის თემები, რომელსაც ანგარიშიდან გამომდინარე დავსვამთ. გაზის თემა, ინსტიტუციის საქმიანობის თემა იმდენად აქტუალურია დღეს, რომ ეს ნამდვილად იმსახურებს, რომ ყველა ჩართულმა პირმა თავისი მოსაზრება გამოთქვას და ჩვენ უფრო სიღრმისეულად გავერკვეთ, რეალურად როგორი თემები მიმდინარეობს. ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი ჩემი პრიორიტეტი.

“ისეთი შეკითხვები არ მიჩნდება ზუსტად, როგორიც ოპოზიციას უჩნდება, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანია, რომ რადგან საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, უფრო კვალიფიციური შეკითხვების პასუხები მქონდეს,“- განაცხადა რომან კაკულიამ.

გიორგი ქობულიასთან მწვავე შეკითხვების დასმას აპირებს ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ქობულიას განცხადებები ხშირად არაკომპეტენტური და გაუგებარია, რაც დამატებით განმარტებებს საჭიროებს.

banner
წინა სტატიაში„მზიურში“ სოციალური კაფე გაქურდეს
შემდეგი სტატიაანა დოლიდძე : უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა შორის არის ხალხი, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს