ჩემი მიზანია, პატრიარქი იყოს რაც შეიძლება დიდხანს ჯანმრთელი და შესწევდეს ძალა

ჩემი მიზანია, პატრიარქი იყოს რაც შეიძლება დიდხანს ჯანმრთელი და შესწევდეს ძალა, გააგრძელოს ჩვენთან ერთად დიდხანს ყოფნა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერს ჟურნალისტებმა საპატრიარქოში მიმდინარე სინოდის სხდომასთან დაკავშირებით ჰკითხეს.

თეა წულუკიანმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ეკლესია დამოუკიდებელი ინსტიტუტია.

„ეკლესია არის ცალკე, დამოუკიდებელი და ვერ გეტყვით რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს შიგნით. ჩემი, როგორც ალბათ, ბევრი ჩვენი ქვეყნის შვილის მიზანია, რომ ჩვენი პატრიარქი იყოს რაც შეიძლება დიდხანს ჯანმრთელი და შესწევდეს ძალა, გააგრძელოს ჩვენთან ერთად დიდხანს ყოფნა“, – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ვიცე-პრემიერმა.

საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას სინოდის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის სადამკვირვებლო მისია – ბოლო დღეებში მისიამ ახალი მავთულხლართების მონტაჟი დააფიქსირა, რაც გადაადგილებისთვის დამატებით ბარიერებს ქმნის
შემდეგი სტატიაწმინდა სინოდის სხდომას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი არ ესწრება