ჩემი მიზანია, გადავარჩინო ჩემი შვილი, მისი მიზანია, თავიდან მოიშოროს – გიული ალასანია კობახიძეზე

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

გიული ალასანიას თქმით, ირაკლი კობახიძის მიზანია, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორმე თავიდან მოიშოროს.

“ჩემთვის მისი განცხადება ბევრს არაფერს ნიშნავს, ჩვენთან ხო სასამართლო დამოუკიდებელია, ჩვენს ქვეყანაში. როგორც ჩანს, ჩვენი მიზნები განსხვავებულია, ჩემი მიზანია, რომ გადავარჩინოთ ჩემი შვილის სიცოცხლე და ამის მიზანია, როგორც ჩანს კატეგორიულად აქვს გადაწყვეტილი, რომ როგორმე მოიშოროს თავიდან, ეს არის განსხვავება” , – თქვა გიული ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიდარწმუნებული ვარ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმება დღეს მოხერხდება – ბორელი
შემდეგი სტატიადმიტრო კულება – უკრაინისთვის დამატებითი 155 კალიბრის საარტილერიო სისტემებით მიწოდების აუცილებლობა კვლავ აქტუალურია