ჩემი მერობა უნდა იყოს მაგალითი, რომ არ არსებობს კარი, რომელსაც ქალები ვერ შევაღებთ – ელენე ხოშტარია

ჩვენ, ქალები, ჩვენი სიმტკიცით, ჩვენი პრინციპულობით და მშვიდობიანად მოვიტანთ ამ ქვეყანაში საჭირო ცვლილებებს – ეს განცხადება, “ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

ხოშტარიამ ”ევროპული საქართველოს” ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, ქართულ პოლიტიკაში ქალთა როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თბილისის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ქალებს ქვეყანაში საჭირო ცვლილებების შეტანა შეუძლიათ. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, ქვეყანაში სტერეოტიპები ქალებთან მიმართებაში, ჯერ კიდევ არსებობს და აუცილებელია ამ სტერეოტიპების დამსხვრევა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, მისი თქმით, ქალთა ორგანიზაციის ჩამოყალიბება მიზნად ისახავს ქალთა როლის გაძლიერებას ქართულ პოლიტიკაში.

“სწორედ ქალები, ჩვენი სიმტკიცით და პრინციპულობით, მოვიტანთ ამ ქვეყანაში საჭირო ცვლილებებს. ქვეყანაში ქალები ვართ ძალიან ბევრი, დღეს ჩვენი ხმა საკმარისად არ ისმის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ავიღოთ ინიციატივა და უპერსპექტივობა ვაქციოთ პერსპექტივად, უიმედობა – იმედად. ჩვენ ქვეყანას არ ჰქონია შანსი, რომ მაღალ არჩევით თანამდებობაზე აგვერჩია ქალი. ჩემი მერობა უნდა იყოს მაგალითი, რომ არ არსებობს კარი, რომელსაც ჩვენ ვერ შევაღებთ, არ არსებობს სირთულე, რომელსაც ჩვენ ვერ გადავლახავთ, არ არსებობს საქმე, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით, არ არსებობს მწვერვალი, რომელსაც ჩვენ ვერ დავიპყრობთ, რომელსაც ქალები ვერ გადავლახავთ”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

“ევროპული საქართველოს” ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა გოგორიშვილი აირჩიეს.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის უარი პრეზიდენტის ადმინისტრაციას
შემდეგი სტატია“ევროპულმა საქართველომ” ზუგდიდის მერობის კანდიდატად ლელა ქებურია წარადგინა