“ჩემი კონკურენტები არიან ის პრობლემები, რომლებიც ივანიშვილმა და ოცნებამ დააგროვა”

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდში მაჟორიტარ კანდიდატად ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გიული ალასანიას შესაძლო დაყენებას ეხმაურება.

გიგი უგულავას თქმით, ის ვერ გააკეთებს ჭორებზე განცხადებას. უგულავამ აღნიშნა, რომ მისი მთავარი კონკურენტი ის პრობლემებია, რომლებიც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებამ დააგროვა 8 წლის მანძილზე.

“მე ჭორებზე კომენტარს არ და ვერ გავაკეთებ. როდესაც დადასტურდება, საუბარი შეიძლება შემდეგ. ზოგადად, ჩემი კონკურენტები არიან აქ ის პრობლემები, რომლებიც დააგროვა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ. ეს არის ნეპოტიზმი, ეს არის კრიმინალი, კონტრაბანდა, განუკითხაობა და ტოტალური უპატრონობა, რაც სამწუხაროდ სუფევს ზუგდიდში და არამარტო. რეალურად, როდესაც ვსაუბრობთ კონკურენტებზე, კონკურენტები არიან ეს პრობლემები, რომლებიც უნდა მოგვარდეს”, — განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში სოჰო, სექტორი 26, UP2U და კონტე 10 000 ლარით დააჯარიმეს და საქმიანობა შეუჩერეს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ რუსული ოკუპაცია ამ ქვეყანაში დასრულდეს მშვიდობიანად