“ჩემი ხმები თუ იქნება გადამწყვეტი, მთავრობაშიც მე ვიქნები გადამწყვეტი, წერტილი“ – გახარია

ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ის არ აპირებს მისი ხმები ვინმეს გაუნაწილოს და თუ მისი ხმა გადამწყვეტი იქნება, მთავრობაშიც თვითონ იქნება გადამწყვეტი.

გახარიას განცხადებით, სწორედ ამ ხმებმა გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს მთავრობის ფორმირებაში და ასევე სხვა შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში.

ჩემი ხმები თუ იქნება გადამწყვეტი, მთავრობაშიც მე ვიქნები გადამწყვეტი, წერტილი. მე ამის რესურსიც მაქვს და დარწმუნებული ვარ. გადამწყვეტი ხმა იმიტომ ჰქვია მას, რომ ამ ხმებმა გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს მთავრობის ფორმირებაში, ასევე სხვა შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში, მე თუ გადამწყვეტი ხმა მექნება, მიშა სააკაშვილს ან ბიძინა ივანიშვილს ვაჩუქებ, როგორ ფიქრობთ? ნახავთ, სად წავა”, -განაცხადა გახარიამ.

“ბოლო არჩევნებში “ოცნებამ“ 800 ათასი ხმა აიღო, დღეს ობიექტურად, მინიმუმ 200 ათასი ხმა დაკარგული აქვთ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც კორუფციის, უსამართლობის გამო, იმის გამო, რომ ოჯახბს ურეკავდნენ და დედას აგინებდნენ, ვიღაცას ქუჩაში სცემდნენ და სამწუხაროდ, ასე დაემსგავსა იმას, რა დღეშიც იყო ნაციონალური მოძრაობა, ამ კანონის გამო, როცა 300 ათასი ადამიანი ქუჩაში იდგა და სხვა ამბების გამოც, ეს ხმები დაკარგეს . დღეს რაც აქვთ, არის მაქსუმუმ 600 ათასი ხმა, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე მოდის 2 მილიონი ადამიანი, ეს 30 პროცენტზე ნაკლებია. ეს არის ობიექტური რეალობა, რაც დღეს ელექტორალურ ველზე ხდება. ამიტომ არის ის სიის პირველი ნომერი, ამიტომ ხდება ასეთი აუხსნელი და გაუგონარი თავდასხმები. თუმცა, თუ გონივრულად მოვიქცევით, ამ 600 ათას ხმასაც დაკარგავენ“,- განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაში“ვფიქრობ, კონგრესს მეტის გაკეთება შეუძლია სანქციების კუთხით… არ შევეგუებით იმას, რაც საქართველოში ხდება” -სენატორი კარდინი
შემდეგი სტატიანინო ბურჭულაძე – ,,დამთვალიერებელთა უკონტროლო გადაადგილება ხულუტის ციხე – დარბაზის მარანს საფრთხეს უქმნის”