“ჩემი ხმა” კიდევ 246 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს

კოალიცია “ჩემი ხმა” რიგი უბნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს. მათ შესაბამისი საჩივრები ხმის მიცემის ფარულობის, სხვის ნაცვლად ან განმეორებით ხმის მიცემის შემთხვევების, მარკირების შეუმოწმებლების, ან მის გარეშე ხმის მიცემის, უბნებზე თავდასხმების, დამკვირვებლებისთვის ხელშეშლისა და უბნებზე არაუფლებამოსილი აგრესიული პირების ყოფნაზე შეადგინეს.

საჩივრების საფუძველზე “ჩემი ხმა” ითხოვს გაბათილდეს :

ბათუმში 33 უბანი;
მარნეული- 32
გარდაბანი – 27
ქუთაისი -17
გორი -15
თელავი – 15
ბოლნისი -11
ქობულეთი – 8
ლაგოდეხი- 8
გურჯაანი -8
კასპი -8
ახალციხე – 7
დედოფლისწყარო – 6
მცხეთა – 7
ქარელი- 7
საგარეჯო- 6
სიღნაღი – 5
ზუგდიდი – 4
ხაშური – 4,
სენაკი – 3
ყვარელი -2
ახმეტა -2
ბორჯომი-2
წალკა2-
ადიგენი – 2
დუშეთი – 2
ხობი – 1
ახალქალაქი – 1
დმანისი 1

banner
წინა სტატიაშილევან მგალობლიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიარას დაემსგავსეთ? ივანიშვილს როდის იბარებთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ღალატზე? მეზვრიშვილი პროკურატურას