“ჩემი ინტერესი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია” – ჯო უილსონი

“შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ინტერესი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. საქართველოში ვიზიტებისას, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ხალხმა, ვინც იქ გავიცანი. ასე რომ, ჩემი ინტერესი არაფერია, გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა ჰქონდეს.

მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის ვიბრძოდი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის და ამან შედეგიც გამოიღო. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, თუ რა შესაძლებლობები აქვს ქართველ ხალხს, რომ მათ საბოლოოდ ჰქონდეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები”- ასე უპასუხა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონმა “ამერიკის ხმის” ჟურნალისტის კითხვას, რას იტყვის “ქართული ოცნების” განცხადებაზე. “ოცნებამ” უილსონს “დეგრადირებული პოლიტიკოსი” უწოდა, რომელიც საქართველოს “აშანტაჟებს”.

banner
წინა სტატიაშიბესარიონ ალავიძე: დღევანდელი ე.წ. სასამართლო განხილვით სასამართლო კლანმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ბიძინა ივანიშვილს ერთგულება
შემდეგი სტატიაჯო უილსონი: ჩემთვის წარმოუდგენელია რომელიმე ქვეყანამ ვერ გაიაზროს ის საფრთხე, რასაც ომის დამნაშავე პუტინი წარმოადგენს