ჩემი ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე დღეს აპირებს გადადგომას – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

აპირებს თუ არა გადადგომას თორნიკე რიჟვაძე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, ბათუმის საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ნოდარ დუმბაძემ გაავრცელა.

ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს რიჟვაძის პრესსამსახურის ხელმძღვანელი და განმარტავს, რომ მთავრობის მეთაური სამსახურშია და განაგრძობს საქმიანობას. თუმცა, როგორც დუმბაძე ამბობს, დადასტურებული ინფორმაცია მმართველი პარტიიდან აქვს და თორნიკე რიჟვაძე პოსტიდან წასვლაზე განცხადების გაკეთებას გეგმავს.

“თორნიკე რიჟვაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია “ქართული ოცნებიდან” მოდის. ხშირად საუბრობენ ამაზე. გუშინაც მქონდა შეხვედრა ადამიანებთან, რომლებმაც დამიდასტურეს. ამის შემდეგ გავავრცელე ეს ინფორმაცია. ჩემი ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე დღეს აპირებს გადადგომას”, – ამბობს ნოდარ დუმბაძე.

მისი განცხადებით, რიჟვაძე “პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, კადრი” არაა და თანამდებობას ამის გამო დატოვებს.

banner
წინა სტატიაშინაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე საფეხმავლო გზისა და ფერდობის გასამაგრებლად 106-მეტრიანი კედელი მოეწყო
შემდეგი სტატიასაქართველოში 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდება