ჩემი ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილს რადას სპიკერთან პოზიტიური საუბარი ჰქონდა, ხანდახან სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება გაუგებრობა, რომლის გადასაწყვეტად საუკეთესო გზა პირისპირ საუბარია – კელი დეგნანი

შალვა პაპუაშვილს ჰქონდა ძალიან პოზიტიური სატელეფონო საუბარი უკრაინის რადას სპიკერთან, ვფიქრობ, ხანდახან სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება გაუგებრობა, რომლის გადასაწყვეტად საუკეთესო გზა პირისპირ საუბარია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ საქართველოდან უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება.

„დელეგაცია გამოხატავს ქართველი ხალხის ძლიერ სურვილს, რომ მათ სურთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით დგომა უკრაინის სუვერენიტეტისა ​და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ასე რომ, ეს ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ საქართველოდან უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება. ჩემი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ჰქონდა ძალიან პოზიტიური სატელეფონო საუბარი უკრაინის რადას სპიკერთან. ვფიქრობ, ხანდახან სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება გაუგებრობა, მედიის და იმის გამო, რომ პირდაპირ საუბრის შესაძლებლობა არ არის. ამის გადასაწყვეტად საუკეთესო გზა არის პირისპირ საუბარი. ძალიან გახარებული ვართ, რომ ძმური მხარდაჭერა, რაც ქართველ ხალხს უკრაინელი ხალხის მიმართ ჰქონდა, გრძელდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩის თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის დაპირისპირება როდესაც ​არსებობს, ამით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს.

„ამ ერთიანობის ნახვა ახლა არის ძალიან გამამხნევებელი. ეს არის მომენტი, როცა ყველა უნდა იდგეს ერთად და ნათლად განაცხადონ, რომ სხვა ქვეყნის დაპყრობისთვის ძალის გამოყენება, მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა ვერ იქნება შეწყალებული. ეს მიუღებელია და ვფიქრობ, დელეგაციის ვიზიტი ამის მტკიცე დადასტურებაა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ საქართველოდან უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება – დეგნანი
შემდეგი სტატიამსოფლიო უნდა მოემზადოს, რადგან პუტინმა ბირთვული იარაღი შეიძლება ნამდვილად გამოიყენოს – ზელენსკი