ჩემი გუნდიდან გვერდზე გადგომა არ მჩვევია, ნიკა მელიას საკითხზე გადაწყვეტილება არავისთვის არ იყო მომგებიანი

ჩემი გუნდიდან გვერდზე გადგომა არ მჩვევია, უბრალოდ, პოლიტიკოსს მისი პრინციპებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი და თავისუფლების ხარისხი უნდა გააჩნდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბიძინა გეგიძემ განუცხადა, რომელმაც ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე გენერალური პროკურატურის მოთხოვნას გუშინ ჩატარებულ კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირა.

გეგიძე განმარტავს, რომ საკითხს მხარი არ დაუჭირა, რადგან მიაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, გადაწყვეტილება არ იყო მომგებიანი არავისთვის, არც ხელისუფლებისთვის და არც – ოპოზიციისთვის.

„მოცემულ რეალობაში ეს გადაწყვეტილება არავისთვის არ იყო მომგებიანი. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღება სწრაფ რეჟიმში მოხდა. პარლამენტში პროცესის წარმართვა მოუმზადებლად მომეჩვენა, საკითხის სწრაფად გავლა მოხდა, რაც ორდინალური საკითხი არ არის, როცა დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნაზეა საუბარი“, – განაცხადა გეგიძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 91 დეპუტატმა გენერალური პროკურატურის მოთხოვნას მხარი დაუჭირა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე სასამართლოს მიმართოს. საკითხს მხარი არ დაუჭირეს უმრავლესობის წევრებმა – ბიძინა გეგიძემ, მარიამ ჯაშმა, ალექსანდრე ერქვანიამ, რომან კაკულიამ.

banner
წინა სტატიაში“დამიჭერენ ვაია, არ დამიჭერენ უია, ქარს სთესენ და ვინც ქარს სთესავს, ამბობენ რომ ქარისხალს მოიმკის”- ნიკა მელია
შემდეგი სტატიამოსამართლეს ვურჩევ დაფიქრდეს, რადგან ის ნიკა მელიას კი არა, საკუთარ თავს გამოუტანს განაჩენს – თამარ კორძაია