ჩემი გამარჯვება იქნება ბატონი მიხეილის გამარჯვებაც – ანზორ მელია

ზუგდიდის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, ანზორ მელიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

ანზორ მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

“ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი ამ დღეს, ეხლა ვიყავი ჩემი მშობლების სასაფლაოზე, მივედი, ვუთხარი მშობლებს დამლოცეთ მეთქი, უნდა გენახეთ, მანქანების რიგი დადგა, ხალხი მორბოდა, ყველა წარმატებებს მისურვებდა, მკოცნიდა, მეხვეოდა. ეს არის საყოველთაო სიყვარული და ამაზე დიდი ბენიერება არაფერი არ არის. მე მწამს, რომ გავიმარჯვებ, მაგრამ ეს მთავრობა ყველაფერზე წამსვლელია, მაგათმა მაინც იციან ვის მხარეზეა ზუგდიდში უპირატესობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები მე მიჭერენ მხარს”, – თქვა ანზორ მელიამ.

მანვე პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართა და ჯანმრთელობა უსურვა.

“მინდა, რომ მესამე პრეზიდენტი იყოს ჯანმრთელად და ბედნიერად, ამას ვუსურვებ. ჩემი გამარჯვება იქნება ბატონი მიხეილის გამარჯვებაც”, – აღნიშნა ანზორ მელიამ.

banner
წინა სტატიაშიხმაური და დაპირისპირება რუსთავში – პოლიციამ ენმ-ის წევრი, გიორგი კაპანაძე დააკავა
შემდეგი სტატიაბაღის თანამშრომელი მერხების ქვეშ (video)