ჩემი და ზურას სახლთან გააკრეს ჩვენი შეურაცხმყოფელი პლაკატები…მდაბიო ქოცებო, ვერაფერს ვერასდროს ვერ გაიგებთ – ხოშტარია

“ჩემი და ზურას სახლთან გააკრეს ჩვენი შეურაცხმყოფელი პლაკატები. ზუსტად სახლის გასწვრივ.4-ვე ჩემი შვილი იზრდება ისე, რომ იციან რას ვაკეთებ და რატომ. ეს გამოკრული [პლაკატები] ჩვენთვის უღირსობის გაკვეთილების ახსნა იქნება. მიხარია, როცა ჩემ შვილებს შემიძლია ავუხსნა კონკრეტული მაგალითებით რა არის უღირსობა. კარგად გაიგებენ, ისევე როგორც, აქამდე გაუგიათ. ოღონდ, აი, თქვენ, ძალიან სასაცილო და მდაბიო ქოცებო, ვერაფერს ვერასდროს ვერ გაიგებთ”. – წერს ელენე ხოშტარია. მსგავსი პლაკატები გუშინ, ზურა ჯაფარიძის საცხოვრებელ სახლთანაც გააკრეს.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციის მონაწილეების დაკავებას ეხმაურება
შემდეგი სტატია20 ნოემბერს კინოთეატრ “ამირანში” ომს გადარჩენილ უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება