“ჩემი და თავდაცვის მინისტრის პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა”- ირაკლი სესიაშვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურზე

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან

ლევან იზორიას გადაწყვეტილება, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო გაწვევა უნდა აღდგეს ჩემთვის მისაღებია, რადაგან ჩემი პოზიცია ემთხვევა მის პოზიციას, – განაცხადა ჟურნალსიტებთაბ საუბრისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

“თავის დროზე, როცა თინათინ ხიდაშელმა თავისი ბრძანებით შეწყვიტა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების მიღება, მე მაშინ ჩემი კრიტიკული პოზიცია დავაფიქსირე იმ ნაწილში, რომ ამაზე საჭირო იყო ფართო მსჯელობა”, -აღნიშნა სესიაშვილმა.

თუმცა, მისივე თქმით, აუცილებელია, საერთო კომპლექსური სურათის დანახვა, რადგან წვევამდელები მსახურობენ არამხოლოდ შეიარაღებულ ძალებში, არამედ სხვა უწყებებშიც და მათი ერთგვარი შეთავსება სამხედრო სარეზერვო სამსახურთან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, ის ეთანხმება იმ მოსაზრებებს, რომლებიც ლევან იზორიამ თავდაცვის მინისტრის საქმიანობის 100 დღის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე წარადგინა.

„თავისთავად ცხადია, ჩვენი კომიტეტი უფრო სიღრმისეულად განიხილავს და გაანალიზებს საკითხებს. რამდენიმე წუთის წინ მინისტრთან უკვე მქონდა საუბარი და ჩვენ დავგეგმეთ, რომ თავდაცვისა და უშიშროების საკითხთა კომიტეტზე რამდენიმე მოსმენას ჩავატარებთ, მათ შორის დახურულსაც, რათა პარლამენტი მთავრობასთან ერთად მაქსიმალურად ჩართული იყოს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში”, – აღნიშნა სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში აშშ-ის შეხედულება არ იცვლება
შემდეგი სტატია(VIDEO) მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა