“ჩემი და რატომ უნდა დაეკითხათ, არაფერ შუაში არ არის” – ზვიად ნაზღაიძე დაკითხეს

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა ზვიად ნაზღაიძე კომპენსაციის სახით მიცემული ქონების საქმესა და შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე მთავარ პროკურატურაში დაკითხეს. ინფორმაციას თავად ნაზღაიძე ადასტურებს. მისი თქმითმ, აღნიშნულ საქმესთან მისი და არაფერ შუაშია და მოსამართლის დაკითხვა არ მომხდარა- „სავარაუდოდ დაიწყება გამოძიება იმიტომ რომ დამკითხეს. ჩემი და რატომ უნდა დაეკითხათ, ამ საქმესთან საერთოდ არაფერ შუაში არ არის. პროვოკატორები ხართ, რა შუაშია ჩემი და,“-განაცხადა ზვიად ნაზღაიძემ “კურიერთან” საუბარში.

ზვიად ნაზღაიძე მოძრაობა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი აბესაძის მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ზვიად ნაზღაიძემ კომპენსაციის სახით გადაცემული მიწის ნაკვეთის გადაფორმება ზვიად ჩოხელის სახელზე ოფიციალურად დაიწყო.

„ჩვენ უნდა გადაგვეფორმებინა ნაკვეთ პარასკევს, იყო ჩემი დაბადების დღე, ამიტომ მერე ეს მოვლენები, რომ წავიდა, ეს თქვენი პროვოკაციული რაღაცეები გადავაფორმეთ ჩვეულებრივ რეჟიმში, დოკუმენტები მივაწოდე მერე გადავაფორმე. მანამდე იყო რაღაც პროცედურები იუსტიციის სახლში, რასაც სჭირდებოდა 10 სამუშაო დღე როდესაც ეს ყველაფერი დასრულდა უკვე იყო ჩემს სახელზე, კიდევ მოხდა გამიჯვნა და უნდა გადამეფორმებინა ზუსტად მაგ პერიოდში და იყო პარასკევი და უნდა გადამეფორმებინა ორშაბათს.

მე მგონი საკმარისი დოკუმენტები დავდეთ მეც და მეც და ზვიადმაც ამ ისტორიასთან დაკავშირებით და საკმარისად მივაწოდეთ ინფორმაცია. აღარ გიპასუხებთ ზედმეტ შეკითხვებზე,“-განუცხადა კურიერს ზვიად ნაზღაიძემ.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე პროკურატურაში იმყოფება
შემდეგი სტატიალევან იზორია ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას