„ჩემი ცოლის დაქალები“ მცხეთურად

14509423_1206729782683854_1976528968_nრატომ ეძახის დეპუტატ ხუნდაძის მეუღლე მცხეთის მოსახლეს მოსყიდულს და რატომ უგზავნის ეშმაკის „სმაილებს“

 

რამდენიმე დღის წინ, „თაიმერმა“ ერთი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მცხეთის „ოცების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის სახლზე მისივე კონკურენტის, „პატრიოტელი“ კონსტატინე მორგოშიას უშველები ბანერია გაკრული. ამ ფოტოს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და აჟიოტაჟი მოჰყვა. ზოგმა თქვა, რომ სახლი ხუნდაძის კი არა, რეალურად, ბებიამისის საკუთრებაა. შესაძლოა, ასეც არის, მაგრამ ბებიაც ოჯახის წევრია, თუმცა „ქართული ოცნებას“ უკვე პრაქტიკაში აქვს, რომ ბებია კი არა, ნათესავი და ოჯახის წევრი დედაც არ არის.

რაც შეეხება სოციალურ ქსელში ატეხილ ამბავს, როგორც „თაიმერს“ უთხრეს, ამ პოლემიკაში პირდაპირ დიმიტრი ხუნდაძის მეუღლე, ლია ხუნდაძე, ასევე, მცხეთის გამგებლის მეუღლე თამარ ბუჯიაშვილი და ხუნდაძის აპარატის უფროსი გია ჩქოფოიაც ჩაერთვნენ.

14508730_1206720496018116_1862497519_n

ზოგადად, ცოლების გააქტიურებაში ცუდი, ალბათ, არაფერია, მაგრამ როგორც „თაიმერს“ უთხრეს და ნათქვამის თვალსაჩინოებისთვის „სქრინებიც„ მოაწოდეს, ხუნდაძის მეუღლე იმ ადამიანს, ვისაც ეკუთვნის კედელი, სადაც „პატრიოტელი“ ტიპის ბანერია გაკრული, სულ მოსყიდულს ეძახის და თან ამ კომენტარს დემონის „სმაილიკებს“ ურთავს.

„პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის მეუღლე უფრო ჰუმანური უნდა იყოს და ადამიანებს ემაკის სამილებით არ უნდა აშინებდეს,“ – უთხრა „თაიმერს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ.

„ოცნება“ თავისი დღე და მოსწრება ამტკიცებს, რომ „რუსთავი 2“-ს არ უყურებს, მაგრამ ხუმრობით რომ ვთქვათ, „ოცნების“ ხალხი „რუსთავი 2“-ს, როგორც ჩანს, ისეა მიჯაჭვული, რომ მარტო საინფორმაციოს კი არა, სერიალებსაც თვალს არ აცილებს და გადაწყვიტა, სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ რეალურ ცხოვრებაში გადმოეტანა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილმა დღეს ოფიციალურად გაყიდა აფხაზეთი
შემდეგი სტატიაპუტინის ცოლის ბებია სკანდალში ეხვევა