ერთი რამე უნდა ავღნიშნო და იცოდეს ყველამ, რომ მე თუ დავდივარ შეხვედრებზე საფრანგეთის სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, ჩემი ჩარევა არ სჭირდებათ იმისთვის, რომ რაიმე სანქციები მიიღონ. მე იმისთვის დავდივარ, რომ დავრწმუნდე და ისინი იმაში დავარწმუნო, რომ როგორც კი ამ პრორუსულ რეჟიმს შევცლით, რომ ჩვენი გზა ევროპისკენ ძალიან სწრაფად აღდგება და არ დავკარგავთ ზედმეტ დროს, რომ ჩვენ ადგილზე დავდგეთ”,_ განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქლაივში, სადაც მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.

















