ჩემი ბავშვისა და თქვენი ბავშვების თავი მინდა დავიფიცო, გეხვეწებით, მხოლოდ ტაში დაუპირისპიროთ

ნიკა მელიამ ენმ-ს ოფისში საგანგებო განცხადება გააკეთა. იქ შეკრებილებს მიმართა და მოუწოდა, ძალადობას დაუპირისპირონ მხოლოდ ტაში და სიმღერა.

მელია ამბობს, რომ “რეჟიმის წარმომადგენლები” იქ აუცილებლად მივლენ და ეს დროის საკითხია:

ძალიან მძიმე დღე, დღეები, ან შეიძლება საათებიც გველოდება. ჩვენ გვიპირისპირდება რეჟიმი, არანაირი ხელისუფლება, მთავრობა, რეჟიმი, რომელიც დგას ძალმომრეობაზე. მინდა გთხოვოთ, ეს ადამიანები აქ მოვლენ, დღეს იქნება თუ ხვალ, აქ მოვლენ თავისუფლბამოყვარულ ხალხთან მოვლენ მონები. ნიღბებით, ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით. მე მინდა გთხოვთ, მათი გამოჩენისთანავე დავუპირისპიროთ ბევრი ტაში, სიმღერა, ოვაცია, საქართველოს ჰიმნი და მთელ მსოფლიოს დავანახოთ რომ ერთ მხარეს დგას თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხი და მეორე მხარეს ივანიშვილი და ღარიბაშვილი” ამბობს მელია, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილსაც მიმართა:

შე მონა, კლასიკურო მონა, სერგეი გავრილოვის წარმომადგენელო – ამბობს ნიკა მელია.

​მისივე თქმით, პარტიის ოფისში, თუ სპეცრაზმის ძალადობას იქ მყოფები მშვიდობით დახვდებიან, გამომჟღავნდებიან ის პროვოკატორები, რომლებიც შეგზავნილები არიან, რადგან ისინი სხვანაირ მოქმედებას შეეცდებიან:

ჩემი ბავშვისა და თქვენი ბავშვების თავი მინდა დავიფიცო, გეხვეწებით, მხოლოდ ტაში დაუპირისპიროთ. ბევრი ტაში და ბევრი სიმღერა” მიმართავს მელია მხარდამჭერებს.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანი: ჩვენ ვხედავთ საქართველოს მოსალოდნელ ანექსიას
შემდეგი სტატიამარგველაშვილი: ქვეყნის 52%-ს უცხადებენ ძალადობას, ასე მტკიცდება დიქტატურები