ჩემი აზრით, შვებულების დროს კერძო პირს – ამ შემთხვევაში კი, ის პრემიერ – მინისტრი აღარ არის, რადგან პრემიერი შვებულებაშია – შეუძლია საკუთარი თანხებით იმოგზაუროს – ქადაგიშვილი

რაში იკვეთება შესაძლო დანაშაული?! – ადამიანმა შვებულების დროს, მის მიერ გადახდილი თანხით, ოჯახთან ერთად­ თვითმფრინავით ევროპაში იმგზავრა, შემდეგ ევროპიდან კომერციული რეისით აშშ-ში იმგზავრა – თუ აქ სისხლის სამართლის დანაშაულია, ვიღაცამ შესაბამისი მუხლები მოიყვანოს! – ასეთია “ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილის პოზიცია.

მისივე განცხადებით, „სპეკულაცია ჩარტერულ რეისზე მიდის, თითქოს რაღაც განსაკუთრებული რამ არის“.

„პრემიერ – მინისტრი დეკლარაციას ავსებს და დეკლარაციაში ჩანს, ყველა შემოსავალი და გასავალი. ნახეთ დეკლარაცია და თუ დეკლარაციაში რაიმე დარღვევაა, ამაზე ისაუბრეთ. დეკლარაცია საჯაროა და მისი ნახვა ნებისმიერს შეუძლია. თუ იქ დარღვევაა, ამაზე ისაუბრეთ – მიმართეთ შესაბამის სამსახურს და იქ გეტყვიან, დეკლარაცია შევსებულია დარღვევით თუ არა.

ჩემი აზრით, შვებულების დროს კერძო პირს – ამ შემთხვევაში კი, ის პრემიერ – მინისტრი აღარ არის, რადგან პრემიერი შვებულებაშია – შეუძლია საკუთარი თანხებით იმოგზაუროს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინის დაპატიმრების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს – ბრაზილიის პრეზიდენტი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება